logo_geo
ზელენსკი: უკრაინა პარტნიორებთან ერთად მალე მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს
- +

3 მაისი. 2023. 00:33

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად მალე მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას. თითოეულ ასეთ მიმართულებას ვაფიქსირებთ და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან გამართა შეხვედრა სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ.

ჩვენ ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს - გადაწყვეტილება მალე იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

 
big_banner
არქივი