logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა თვითმფრინავებს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების შემდეგ მიიღებს
- +

3 მაისი. 2023. 18:24

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა თვითმფრინავებს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ მან ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„რატომ მჯერა, რომ ჩვენ გვეყოლება თვითმფრინავები? რადგან მალე ჩვენ წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციას განვახორციელებთ შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავებს მოგვცემენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

3 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰელსინკიში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა,  რათა დაესწროს სკანდინავიის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების სამიტს და ორმხრივ შეხვედრებს.

 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან დასავლელი მოკავშირეები გადაწყვეტენ, უკრაინას დასავლური F-16 გამანადგურებლები მიაწოდონ.

 

 

big_banner
არქივი