logo_geo
დუბაიში მსოფლიოში პირველ 3D პრინტერზე დაბეჭდილ მეჩეთს ააშენებენ
- +

3 მაისი. 2023. 23:39

დუბაის ხელისუფლება მსოფლიოში პირველ მეჩეთს ააშენებს, რომელიც 3D-პრინტერზე დაიბეჭდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ნაგებობა 600 ადამიანზე იქნება გათვლილი და 2 სართულზე,2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება. მეჩეთს ბეტონის ხსნარისგან ააშენებენ. მშენებლობის დაწყება წლის ბოლოს იგეგმება, პროექტი კი 2025 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.

3D-ბეჭდვის დახმარებით შენობების მშენებლობისთვის დიდი ბეჭდვითი მანქანებია საჭირო, რომლებშიც პროექტის შესახებ სრული ინფორმაციაა ატვირთული. კონსტრუქცია ფენებად აიწყობა.

big_banner
არქივი