logo_geo
სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვერანაირად ვერ დაადასტურებს ცნობებს კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ
- +

4 მაისი. 2023. 00:53

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

„მე ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი ყველაფერს, რაც კრემლიდან მოდის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ჩვენ ვნახავთ რა არის ფაქტები. რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, თუ არ ვიცით რა არის ფაქტები“, - დასძინა ენტონი ბლინკენმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

big_banner
არქივი