logo_geo
ჯონ კირბი: პესკოვი უბრალოდ იტყუება, როდესაც ამბობს, რომ კრემლზე უკრაინის სავარაუდო თავდასხმის უკან აშშ დგას
- +

5 მაისი. 2023. 01:36

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ კრემლზე უკრაინის სავარაუდო თავდასხმის უკან აშშ დგას ტყუილია.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატების ჩართულობა არ ყოფილა. რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ჩვენ ეს არ გვეხება. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. პესკოვი უბრალოდ იტყუება“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

 

big_banner
არქივი