logo_geo
ზელენსკი: გვესმის, რომ ომის დროს ნატოში ვერ გავწევრიანდებით, თუმცა გვსურს მკაფიო სიგნალი მივიღოთ
- +

5 მაისი. 2023. 01:51

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან მიიღებს სიგნალს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს ნატოს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები ალიანსის ღია კარის შესახებ.

„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ სანამ ომი გრძელდება, ნატოში ვერ გავწევრიანდებით, მაგრამ უკვე ომის დროს გვინდა მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ნატოში ვიქნებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი