logo_geo
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი: აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმის შესაფასებლად
- +

4 მაისი. 2023. 19:59

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმის შესაფასებლად.

უკრაინის მთავრობა უარყოფს ამაში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მოგვცემს დამოუკიდებელი შეფასების საშუალებას“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა.

3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

big_banner
არქივი