logo_geo
პრიგოჟინმა ბახმუტიდან ჯარების გაყვანა გადაწყვიტა
- +

5 მაისი. 2023. 12:49

 

 

რუსული სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისამდე თავის დანაყოფებს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან გაიყვანს.

 

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის დატოვება საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო სურს.

 

ცნობისთვის, მანამდე პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს აგინა და საბრძოლო მასალების მიწოდებისკენ მოუწოდა.

 

პრიგოჟინი აცხადებდა, რომ საბრძოლო მასალის 70%-იან ნაკლებობას განიცდიან. ის რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან.

 

big_banner
არქივი