უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.
„ეს ნაბიჯი აძლიერებს უკრაინის გრძელვადიან თავდაცვის შესაძლებლობებს და მედეგობას რუსული აგრესიის დასამარცხებლად“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.