logo_geo
უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრო: რუსეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მარცვლეულის შეთანხმების შესრულება
- +

8 მაისი. 2023. 23:41

 

უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მარცვლეულის შეთანხმების შესრულება შემომავალი გემების რეგისტრაციაზე უარის თქმით.

უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი იყო რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუმცა სამ მათგანზე წვდომა გასული წლის ივლისში აღდგა მოსკოვსა და კიევს შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

„რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ ფაქტობრივად შეაჩერა მარცვლეულის [ექსპორტის] შეთანხმება, უარი თქვა შემომავალი გემების რეგისტრაციასა და მათი ინსპექტირების განხორციელებაზე. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება მიმდინარე შეთანხმების პირობებს“, - ნათქვამია უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტროს განცხადებაში.

big_banner
არქივი