ყოფილი რუსი სარდალი და „ეფესბეს“ ოფიცერი იგორ გირკინი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ე.წ. სპეცოპერაციის დიდი გულშემატკივარი იყო, ახლა აცხადებს, რომ რუსეთს მალე სამხედრო დამარცხება ელოდება.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა ახლა უნდა იფიქრონ, თუ როგორ გადაარჩინონ ქვეყანა სრული დანაწევრებისა და სუვერენიტეტის დაკარგვისგან.
„არ არსებობს სტრატეგია - არ მუშაობენ მის განხორციელებაზე, მტერს კი აქვს სტრატეგია და მას სულ უფრო და უფრო დიდი წარმატებით ახორციელებს. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ სახელმწიფო, ქვეყანა და ხალხი გარდაუვალი სამხედრო დამარცხების ვითარებაში. რუსეთის სრული დანაწევრებისგან გადარჩენისთვის და მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის საჭირო იქნება ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა“, - აცხადებს გირკინი.