logo_geo
არჩევნებამდე 5 დღით ადრე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯარო მოხელეების ხელფასის 45%-ით მატება დააანონსა
- +

9 მაისი. 2023. 21:10

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯარო მოხელეების ხელფასის 45%-ით მატება დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვზრდით საჯარო მოხელეების ხელფასს 45%-ით, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის წილსაც. ამგვარად, საჯარო მოხელეების მინიმალური ხელფასი 15 000 ლირამდე გაიზრდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

2023-2024 წლებში ხელფასი დაახლოებით 700 000 საჯარო მოხელეს გაეზრდება. გარდა ამისა, თურქული მედიის ცნობით, ხელისუფლება აპირებს, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ანაზღაურება გაზარდოს.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლაში ოპოზიციის მთავარი კანდიდატი, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ უსწრებს.

 

 

big_banner
არქივი