logo_geo
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯარო მოხელეების ხელფასის 45%-ით მატება დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ვზრდით საჯარო მოხელეების ხელფასს 45%-ით, მათ შორის სოციალური უ
- +

9 მაისი. 2023. 21:36

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით.

„აყვავებული, დემოკრატიული, ევროპული უკრაინა არის პუტინის იმპერიულ, რევიზიონისტულ, უკანონო პოლიტიკაზე ყველაზე აშკარა უარის თქმა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ევროკავშირმა არჩევანი დიდი ევროპის სასარგებლოდ გააკეთა. იგივე ეხება უკრაინას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

big_banner
არქივი