logo_geo
ლონდონის სასწაული: დედის მიერ მე-10 სართულიდან გადმოგდებული ჩვილი მამაკაცმა დაიჭირა
- +

14 ივნისი. 2017. 16:05



ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში „Grenfell Tower"-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა.


მედიაში, დილიდან, დამწვარი შენობისა და შეშინებული მცხოვრებლების ფოტოები და ისტორიები ვრცელდება.


„Daily mail" კი დაუჯერებელ ისტორიაზე წერს.


სამირა ლამრანი, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ჰყვება, როგორ დაინახა მაღალი სართულის ფანჯარაში ქალი, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა.


ლამრანის თქმით, სართულები გადათვალა და როდესაც აღმოჩნდა, რომ ქალი მე-9 ან მე-10 სართულზე იმყოფებოდა, შიშისგან თვალები დახუჭა.


„მივხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, თუმცა, ადგილიდან ვერ დავიძარი", - ამბობს სამირა.


როგორც აღმოჩნდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვის გადასარჩენად, დედამ მისი გადაგდება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ჩვილს ვინმე დაიჭერდა.


მცდელობამაც გაამართლა.


სამირას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სწრაფად გაერკვა ვითარებაში, იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც სავარაუდოდ, ბავშვი უნდა აღმოჩენილიყო.

 

„მამაკაცმა ხალხის ნაკადი გაარღვია და შენობისკენ გაიქცა. დავინახე, როგორ გადმოაგდო დედამ ბავშვი. მამაკაცმა კი მისი დაჭერა შეძლო. ეს ნამდვლი სასწაული იყო", - ამბობს სამირა.


ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია. სავარაუდოდ, ხანძარი, მე-2 სართულზე ღამის პირველ საათზე გაჩნდა და შემდეგ მთელი შენობა მოიცვა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი