logo_geo
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება
- +

11 მაისი. 2023. 01:20

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების შეტევას და ორ კილომეტრამდე მანძილზე უკან დაიხია.

მიუხედავად ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციისა და რუსი სამხედრო დამნაშავეების ხმამაღალი განცხადებებისა ბახმუტის 9 მაისამდე აღების განზრახვის შესახებ, მტერმა მაინც ვერ შეძლო უკრაინის ქალაქის აღება“, - აღნიშნა ალექსანდრე სირსკიმ.

ბახმუტის მიმართულებით კარგად გააზრებული თავდაცვის წყალობით ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების ქმედითი მოქმედებების შედეგებს. მათ შორის, ჩვენ ვატარებთ ეფექტურ კონტრშეტევებს. ფრონტის ზოგიერთ რაიონში მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების შემოტევას და უკან დაიხია 2 კილომეტრამდე მანძილზე. ჩვენი თავდაცვის ძალები საიმედოდ იკავებენ ფრონტს და ხელს უშლიან მტრის წინსვლას. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა მან.

big_banner
არქივი