logo_geo
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის შეთანხმების მხარეები შეთანხმების გახანგრძლივებასთან ახლოს არიან
- +

12 მაისი. 2023. 21:43

 

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების მხარეები შეთანხმების გახანგრძლივებასთან ახლოს არიან.

 

„მხარეები უახლოვდებიან მარცვლეულის შესახებ შეთანხმების ვადის გახანგრძლივებას“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

რუსეთი 18 მაისს შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა, თუ მისი მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება, რათა დაბრკოლებები მოიხსნას რუსეთის მიერ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის.

 

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზები აქვს, თუ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება 18 მაისს არ გახანგრძლივდება.

 

უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი იყო რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუმცა სამ მათგანზე წვდომა გასული წლის ივლისში აღდგა მოსკოვსა და კიევს შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

 

8 მაისს, უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მარცვლეულის შეთანხმების შესრულება შემომავალი გემების რეგისტრაციაზე უარის თქმით.

 

 

big_banner
არქივი