logo_geo
სიიარტო: უკრაინის მიერ უნგრული ბანკის ომის სპონსორთა სიაში შეყვანის გამო, ბუდაპეშტს ძალიან გაუჭირდება ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმება
- +

12 მაისი. 2023. 21:24

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ უნგრული ბანკის (OTP Bank) ომის სპონსორთა სიაში შეყვანის გამო, ბუდაპეშტს ძალიან გაუჭირდება ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმება.

 

„ის, რომ OTP Bank უკრაინაში ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში მოხვდა, სკანდალური და მიუღებელია. საოცარია. აღმაშფოთებელია. ეს სკანდალურია“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

 

პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრული ბანკის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობას შეესაბამება და უკრაინაში ომის სპონსორთა სიაში მისმა შეყვანამ შესაძლოა გავლენა იქონიოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზეც.

 

„მე მკაფიოდ განვაცხადე [ევროკავშირის] საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომ ჩვენთვის ძალიან რთული იქნება სანქციების მეთერთმეტე პაკეტზე მოლაპარაკებების დაწყებაც კი, ვიდრე ბანკი ამ უკრაინულ სიაშია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა ამოიღონ ის სიიდან“, - ხაზგასმით აღნიშნა სიიარტომ.

 

გასულ კვირას, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რადგან ის აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

 

 

big_banner
არქივი