logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრშეტევაზე: პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე იქნება
- +

14 მაისი. 2023. 00:09

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრშეტევის პირველი ნაბიჯები მალე იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით და სერიოზული ნაბიჯები აუცილებლად იქნება. ვიცი, რომ ყველანი მოტივირებულები ვართ. არა მხოლოდ ისინი, ვინც იცის ეს ჩანაფიქრი, არამედ ჩვენი ხალხიც. არ შემიძლია გიპასუხოთ [სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა]. თუმცა ამას ნამდვილად ნახავთ, ხოლო რუსეთი ამას ნამდვილად იგრძნობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი