logo_geo
Rolling Stones-ის მუზა ანიტა პალენბერგი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

14 ივნისი. 2017. 22:58



მსახიობი, მოდელი და Rolling Stones-ის მუზა ანიტა პალენბერგი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობა ამის შესახებ მსახიობის მეგობარმა სტელა შნაბელმა instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.


პალენბერგი 1944 წელს დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ მან მოდელობას მიჰყო ხელი. თავდაპირველად იტალიაში, შემდეგ კი ნიუ იორკში მოდელი ძალიან ბევრ დროს ატარებდა მხატვარ ენდი ვორჰოლის სახელოსნოში.  1965 წელს პალენბერგი Rolling Stones-ის კონცერტს დაესწრო, მოახერხა კულისებში შესვლა და ბენდის წევრები გაიცნო. ჯგუფთან გატარებული წლების დროს ის ბენდის ერთგვარ მუზად იქცა.  მოგვიანებით კი ჯაგერმა და პალენბერგმა ნიკოლას როეჯის დრამაში ითამაშეს.


 

big_banner
არქივი