logo_geo
მედია: ხმათა 47%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ერდოღანი ლიდერობს
- +

14 მაისი. 2023. 22:40

 

 

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიულეტენების 47%-ის დათვლის შემდეგ კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

 

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მან ამომრჩეველთა ხმების 52,03% მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 42,11%-მა დაუჭირა.

 

თუმცა, თავად კილიჩდაროღლუ მიიჩნევს, რომ არჩევნებს სწორედ ის იგებს. მან Twitter-ზე დაწერა „ჩვენ ვლიდერობთ“.

 

 

 

 

big_banner
არქივი