logo_geo
ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა
- +

14 მაისი. 2023. 23:20

 

 

ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ზავი ეგვიპტის შუამავლობით იყო მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებსა და საცხოვრებელ სახლებზე.

 

გასული სამშაბათიდან მოყოლებული, ისრაელმა ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის პასუხადაც „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა. შედეგად, ბოლო ოთხ დღეში 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი. 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

big_banner
არქივი