logo_geo
საფრანგეთი უკრაინას ტანკებს, ჯავშანმანქანებს და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს მიაწვდის
- +

15 მაისი. 2023. 14:35

 

 

საფრანგეთი უკრაინას ათობით ერთეულ ჯავშანტექნიკას, მათ შორის ტანკებს მიაწვდის. ამის შესახებ შეთანხმებას საფრანგეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა მიაღწიეს. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს.

 

პარიზი კიევს სამხედროების მომზადებაში დაეხმარება, გარდა ამისა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ზეწოლას რუსეთზე.

 

საუბარია ჯავშანმანქანებსა და მსუბუქ ტანკებზე, მათ შორის AMX-10RC-ზე. ასევე საფრანგეთი უკრაინას ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც აღმოუჩენს. ერთ-ერთია მობილური დნმ ლაბორატორიები, რათა უკრაინას სამხედრო დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობები ჰქონდეს.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული ტურნეს ფარგლებში  ესტუმრა ფინეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

 

 

big_banner
არქივი