logo_geo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს
- +

16 მაისი. 2023. 19:55

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი ბახმუტის გარეუბნის ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით. მძიმე ბრძოლები გრძელდება სხვადასხვა შედეგებით“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

big_banner
არქივი