logo_geo
აშშ-ის სპეცპროკურორის დასკვნა:FBI-ის ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირების გამოძიების საფუძველი არ ჰქონდა
- +

17 მაისი. 2023. 00:21

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა პროკურორმა, ჯონ დარემმა რუსეთთან შესაძლო კავშირების გამო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ დონალდ ტრამპის კამპანიის თვალთვალის შესახებ გამოძიების ანგარიში გამოაქვეყნა.

სპეციალურმა პროკურორმა დაასკვნა, რომ FBI-ის არ უნდა დაეწყო გამოძიება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირებზე, რადგან ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა „ნედლი, გაუანალიზებელი და დაუდასტურებელი სადაზვერვო ინფორმაცია“.

დარემის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მისწრაფება არსებობდა FBI-ის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტრამპის საქმეში.

ამასთან, სპეციალურმა პროკურორმა გამოძიებაში ჩართულ პირთათვის ახალი ბრალდების წაყენების ან ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაცია არ გასცა.

2019 წელს, დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთთან შეთქმულება არ დადასტურდა.

რობერტ მიულერმა ტრამპის რუსეთთან შეთქმულებისა და რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. ანგარიშის თანახმად, იმის მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპი ან მის წინასაარჩევნო კამპანიაში მომუშავე რომელიმე პირი რუსეთთან იყო შეკრული, არ დასტურდება.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

 

 

big_banner
არქივი