logo_geo
ლიეტუვას პრეზიდენტი: ჩვენ მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო, ფინანსური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით
- +

17 მაისი. 2023. 01:56

"ჩვენ უნდა მივცეთ უფრო მეტი დახმარება უკრაინას სამხედრო, ფინანსური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით," - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმ დანაშაულებზე, პასუხისმგებლობაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზეა ჩადენილი. როგორც უკვე განვაცხადე, უკრაინელებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა. ჩვენ უნდა მივცეთ უფრო მეტი დახმარება უკრაინას სამხედრო, ფინანსური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ ცოტა უკან ვართ და ახლა საჭიროა და აუცილებელი სამართლებრივი მხარდაჭერაც. ეს პირველ რიგში ნიშნავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ომის დამნაშავეების წინააღმდეგ. სპეციალური ტრიბუნალის იდეა უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის დიდ დატვირთვას ატარებს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ამ იდეის მხარდამჭერ ქვეყანათა ჩამონათვალი ფართოვდება და ვფიქრობ შესაძლებელი იქნება ამ საკითხის გაერომდე მიტანა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა ნაუსედამ.

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

 

 

big_banner
არქივი