logo_geo
ლონდონის სახანძრო სამსახურის უფროსი: სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ
- +

15 ივნისი. 2017. 14:24


ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისრის დენი კოტონის განცხადებით, „გრენფელ თაუერში" ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი იპოვონ.


დენი კოტონის განცხადებით, ხანძრის მასშტაბურობის გამო, იმის გამოვლენა, დარჩა თუ არა ვინმე შენობაში, დიდ დროს მოითხოვს.


ტრაგიკულია, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით, რომ ვინმეს ცოცხლად ვიპოვით. ხანძრის მასშტაბურობა და ტემპერატურა იმაზე მიგვითითებს, რომ სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ", - განაცხადა დენი კოტონმა.


მისი თქმით, ხანძარი უკვე სრულად ლოკალიზებულია.


აღნიშნული მომენტისთვის 12 ადამიანის სიკვდილია დაფიქსირებული, თუმცა უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება.



 

big_banner
არქივი