logo_geo
შოლცი: გერმანია უკრაინისთვის „გამანადგურებლების კოალიციაში“ მონაწილეობას არ აპირებს
- +

17 მაისი. 2023. 22:06

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში ალიანსის შესაქმნელად, რომელიც უკრაინას დასავლურ გამანადგურებლებს მიაწოდებს.

 

ოლაფ შოლცის თქმით, ვერ ხედავს გერმანიაზე ზეწოლას უკრაინისათვის გამანადგურებლების მიწოდების შესახებ დისკუსიაში.

 

კითხვაზე, მიიღებს თუ არა გერმანია მონაწილეობას „გამანადგურებლების კოალიციაში“, კანცლერმა უპასუხა:

 

“კითხვა არ არის ისეთი აქტუალური, როგორც ამ კითხვას სვამენ”.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ ფოკუსირდება ტანკებსა და საბრძოლო მასალაზე.

 

„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისთვის“, - განაცხადა მან.

 

 

big_banner
არქივი