logo_geo
ორბანი: უნგრეთი მხარს უჭერს ყველა სამშვიდობო გეგმას, მაგრამ საჭიროა პირველი ნაბიჯი
- +

19 მაისი. 2023. 01:19

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ყველა სამშვიდობო გეგმას, რადგან ცნობილი არ არის, რომელი მათგანი აღმოჩნდება საბოლოოდ წარმატებული.

ვიქტორ ორბანის თქმით, თუ პირველი ნაბიჯი არ გადაიდგა, მაშინ მშვიდობა ვერ მიიღწევა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის მომავალთან დაკავშირებით არსებობს ორი შეხედულება, რომელთაგან ერთი ამბობს, რომ არსებობს კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების გზა, მეორე კი, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია.

ორბანის აზრით, კონფლიქტის ნამდვილი ბუნებაც კი არ არის დაზუსტებული: ზოგის აზრით, უკრაინაში მარიონეტული ომი მიმდინარეობს, ზოგი კი მხარეებს შორის რეალურ ომზე საუბრობს.

არავინ იცის, რომელ სამშვიდობო გეგმას ექნება წარმატების შანსი, რის გამოც უნგრეთი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

big_banner
არქივი