logo_geo
CNN: აშშ მხარს დაუჭერს მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას უკრაინელი მფრინავების მომზადებაში
- +

20 მაისი. 2023. 01:14

აშშ მხარს დაუჭერს მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. როგორც ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჯო ბაიდენმა ამის შესახებ მოკავშირეებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განუცხადა.

წვრთნები მეოთხე თაობის თვითმფრინავებზე, მათ შორის F-16-ზე, სავარაუდოდ, ევროპაში ჩატარდება, თუმცა მასში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ და მოკავშირეები ახლა ორიენტირებულნი არიან უკრაინის გაზაფხულზე და ზაფხულში შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო სისტემების, იარაღისა და წვრთნების აბსოლუტური უმრავლესობით უზრუნველყოფაზე.

უკრაინა უკვე დიდი ხანია მოუწოდებს თავის მოკავშირეებს, გადასცენ მას თანამედროვე გამანადგურებლები უკრაინის ცის დასაცავად და კონტრშეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად.

 

 

big_banner
არქივი