logo_geo
NBC News: აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინისათვის F16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას გეგმავენ
- +

20 მაისი. 2023. 01:42

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინისათვის F16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, უკრაინის თანამედროვე გამანადგურებლებით უზრუნველყოფის პირობები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის არ იქნება გამოყენებული უკრაინის მოახლოებული კონტრშეტევის დროს რუსული ძალების წინააღმდეგ.

უახლოეს თვეებში აშშ და მისი მოკავშირეები „გადაწყვეტენ, როდის მიაწვდიან უკრაინას გამანადგურებლებს, რა რაოდენობით და ვინ მიაწვდის მათ“.

უკრაინის საჰაერო ძალების გაუმჯობესების შესახებ დისკუსიები ასახავს ჩვენს გრძელვადიან ერთგულებას უკრაინის თავდაცვისთვის“, - დასძინა მან.

big_banner
არქივი