logo_geo
„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის ინფორმაციით, ისინი რუსეთის ქალაქ გრაივორონის აღებას შეეცდებიან
- +

22 მაისი. 2023. 17:22

 

 

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის ინფორმაციით, ისინი რუსეთის ბელგოროდის ოლქის ქალაქ გრაივორონის აღებას შეეცდებიან. ამჟამად ქალაქის შტურმი მიმდინარეობს. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

 

ეს დაჯგუფება უკრაინაში შეიარაღებული ძალების ნაწილია და მასში ეთნიკური რუსები, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროები შედიან.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში დღეს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გადავიდა, დილიდან ვრცელდება. მათ საზღვრის გადასვლა საკმაოდ მარტივად შეძლეს და რუსეთის ბელგოროდის ოლქში შევიდნენ. რუსული მხარის ცნობით, მიმდინარეობს ამ დაჯგუფების ლიკვიდაციის ოპერაცია, რომელშიც ავიაციაც მონაწილეობს.

 

ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ უკრაინის მხრიდან შესული დაჯგუფება მძიმე ტექნიკით არის შეიარაღებული, მათ შორის ტანკებით და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით.

 

მოგვიანებით უკრაინიდან რუსეთში შეიარაღებული ჯგუფის გადასვლა კიევმაც დაადასტურა,. როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, ოპერაციის მიზანია უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზოლის შექმნა, რათა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მოხდეს.

 

 

big_banner
არქივი