logo_geo
სინან ოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს
- +

22 მაისი. 2023. 19:54

სინან ოღანმა, რომელმაც თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 5.2% მიიღო, განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

ჩვენი შიდა განხილვების შემდეგ, მინდა გამოვაცხადო, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერ სახალხო ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მე ასევე მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ერდოღანს“, - განაცხადა ოღანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერდოღანი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 49.5% მიიღო, დაუპირისპირდება პრეზიდენტობის კანდიდატ ქემალ კილიჩდაროღლუს, რომელმაც ხმების 44.8% მიიღო.

big_banner
არქივი