logo_geo
ვლადიმირ ჯაბაროვი: საგამოძიებო კომიტეტს ყველა საფუძველი აქვს, რომ სანდუს წინააღმდეგ საქმე აღძრას
- +

24 მაისი. 2023. 13:53

 

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებით, მათ შეუძლიათ, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან და მისი სახელი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანონ.

 

„როგორც ჩანს, რუმინეთის მოქალაქეს, ქალბატონ მ.სანდუს, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, რაღაც გონებრივი პრობლემები აქვს.

 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს აქვს ყველა საფუძველი, რომ სანდუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების მუქარის ფაქტზე და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანოს. იოცნებოს, რომ დიდებული რუსეთის მეთაური მის ქვეყანაში ჩავა, რომლის ეკონომიკა და კეთილდღეობა მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 

 

big_banner
არქივი