logo_geo
რიში სუნაკი: უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება
- +

25 მაისი. 2023. 00:57

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება.

ლონდონში თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სუნაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია დაელოდოს, დასავლეთი როდის დაიღლება, არ იმუშავებს.

ჩვენ ახლა მოკავშირეებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, უსაფრთხოების რა გრძელვადიანი, მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები შეგვიძლია, გავაფორმოთ უკრაინასთან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

big_banner
არქივი