logo_geo
მსოფლიო ჩემპიონი კრივში მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს
- +

16 ივნისი. 2017. 02:20



ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, დეონტეი უაილდერი ალაბამას შტატის ქალაქ ტასკალუსაში დააკავეს. მის მანქანაში სამართალდამცველებმა მარიხუანა აღმოაჩინეს.


პოლიციელებმა მოკრივეს ავტომობილი დარღვევის გამო გააჩერეს. საბუთების შემოწმებისას სამართალდამცველებმა მარიხუანას სუნი იგრძნეს, გაჩხრიკეს ავტომობილი და იქ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.


უაილდერი ჯერ დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით ათასდოლარიანი გირაოთი გაუშვეს. მას სასამართლოს უწყება გადასცეს.


სპორტსმენის ადვოკატი აცხადებს, რომ მარიხუანა სხვა ადამიანის იყო, რომელიც უაილდერის მანქანით სარგებლობდა, სანამ ის ქალაქში არ იყო.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი