logo_geo
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არ იგეგმება
- +

27 მაისი. 2023. 10:13

 

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მსჯელობა მოლდოვაში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და მის შემდეგაც იგეგმება.

 

მათივე თქმით, კიშინიოვში გასამართი სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არაა გათვალისწინებული.

 

„როგორც არაერთხელ გვითქვამს, ოფიციალური ერევანი მზად იქნება შეთანხმების ხელმოსაწერად, როდესაც საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.

 

მანამდე საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ იმედი გამოთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ერევანი და ბაქო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას შეძლებენ.

 

 

big_banner
არქივი