logo_geo
სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
- +

28 მაისი. 2023. 19:15

 

 

სერბეთში საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიცია და მისი მომხრეები მოქმედი პრეზიდენტისა და უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვს.

 

მომიტინგეები ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

 

პრეზიდენტი ვუჩიჩი გადადგომასა და მთავრობის დათხოვნას არ აპირებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ვუჩიჩმა მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

 

 

big_banner
არქივი