logo_geo
ჯონ კირბი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს
- +

1 ივნისი. 2023. 00:30

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის იმის მიწოდებას, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუმცა ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. ბოლო 15 თვის განმავლობაში, ჩვენ უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ვეხმარებით. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ არ გვინდა წავახალისოთ ან ხელი შევუწყოთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით, რადგან არ გვინდა ვიხილოთ ომის ესკალაცია“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

big_banner
არქივი