კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 1 ივნისს, „ვაგნერის“ ძირითადმა ნაწილმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დატოვა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, დანარჩენი ნაწილი ქალაქიდან 5 ივნისამდე გავა.
„დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ“, - აღნიშნავს პრიგოჟინი.
ამ დროისთვის ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანის დადასტურებები არ ვრცელდება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო დუმს. ინფორმაცია უკრაინული მხრიდანაც არ გავრცელებულა.