logo_geo
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის გეგმას ასაჯაროებს
- +

16 ივნისი. 2017. 20:31



ალბათ გსმენიათ, რომ მილიარდერ ელონ მასკს სურვილი აქვს, უახლოეს მომავალში მარსზე მილიონი ადამიანი გაგზავნოს, რაც თითოეულ მათგანს სულ რაღაც 200 000 $ დაუჯდება. 


გასული წლის სექტემბერში, მასკმა განმარტა თუ როგორ აპირებს გეგმის განხორციელებას, ამჯერად კი ეს ყველაფერი თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ, რადგან მილიარდერმა დეტალები ონლაინ გამოაქვეყნა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა.


მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ქალაქების ქვეშ გვირაბების გათხრის, ფუტურისტული ადამიანი-კომპიუტერისა და ელექტრომომარაგების პრობლემის გადაჭრის იდეების შემდეგ, მასკს სურს, ერთ მშვენიერ დღესაც წითელ პლანეტაზე გადასახლების შანსი მოგვცეს.


საინტერესოა, თქვენ რას გააკეთებდით 17 $ მილიარდს რომ ფლობდეთ?


გასული წლის ოქტომბერში, მასკის მიერ Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მომდევნო საუკუნეში, მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას თან ახლავს ოთხი გადამწყვეტი მომენტი: ზედაპირის დაზვერვა, საწვავის მწარმოებელი ქარხნის დაშლა, რამდენიმე პიონერის გაგზავნა, შემდეგ კი უფრო მეტის გამგზავრება.


მარტივად ჟღერს, არა? მაგრამ რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია, რაც თავადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ და განსაჯოთ. გამოცემა New Space-მა მასკის წადილს უწოდა „ადამიანების გადაქცევა მულტიპლანეტურ სახეობად".


15-გვერდიან კომენტარში მასკი განმარტავს, თუ რატომაა კოსმოსური დანიშნულების ადგილად მარსი მისი პირველი არჩევანი. 


გარდა ამისა, მასკი ასევე ნათელს ჰფენს რამდენიმე საკითხს: როგორ შევამციროთ მარსზე გაგზავნის ღირებულება 5 მლნ პროცენტით - ამჟამად ერთი ადამიანის გაგზავნა 10 $ მილიარდადაა შეფასებული, მასკს კი ღირებულების ჩამოყვანა 200 000 $-მდე სურს; როგორ იფუნქციონირებს საპლანეტათშორისო სატრანსპორტო სისტემა; რა დრო იქნება საჭირო; სად წავიდეთ მარსზე დასახლების შემდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ მასკი ზუსტი თარიღების დასახელებისას სიფრთხილეს იჩენს, იქვე აღნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შესაძლოა პირველი ფრენა მარსისაკენ 2023 წელს განხორციელდეს.


ამის შემდეგ, მომდევნო 5-10 ათწლეულის განმავლობაში, მისიათა მთელი სერია მარსზე მილიონამდე ადამიანს წაიყვანს, რათა იქ დასახლდნენ და დაიწყონ ახალი მსოფლიოს შექმნა.


შესაძლოა ეს ყოველივე ცოტა ფანტასტიკურად ჟღერდეს, რასაც თავის კომენტარში მასკიც ეთანხმება.


„2002 წელს, SpaceX-ი ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენდა. მიმაჩნდა, რომ 10%-იანი შანსი გვქონდა გვეკეთებინა რაიმე - თუნდაც რაკეტის გაყვანა ორბიტაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მარსის სერიოზულ გეგმებზე".


თუმცა, ნამდვილად დიდი განსხვავებაა დედამიწის დაბალ ორბიტაზე მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის გაყვანასა და სრულიად არასტუმართმოყვარე პლანეტაზე ახალი ცივილიზაციის შექმნას შორის. 


მიუხედავად იმისა, რომ მასკის წერილმა რამდენიმე კითხვას უპასუხა, ჯერ კიდევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა. 


გასულ წელს, კოსმოსური პოლიტიკის ექსპერტმა ჯონ ლოგსდონმა Business Insider-ს უთხრა: 

 

„მასკს მინიმუმამდე დაჰყავს სამომავლო კვლევებისათვის საჭირო ხელსაწყოთა ოდენობა. კოსმოსური ხომალდის ვერც ერთ მონახაზში ვერ ნახავთ, თუ სად უნდა იცხოვროს ასმა ადამიანმა ოთხი თვის განმავლობაში, მარსისაკენ მიმავალ გზაზე".


გარდა ამისა, ეს ყოველივე ემყარება მხოლოდ ჩვენს ამჟამინდელ ცოდნას. ცოტა ხნის წინ, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარსზე მყოფი ადამიანი იმაზე ორჯერ მეტ მავნე რადიაციას მიიღებს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.


ვინ იცის, კიდევ რა სიურპირზებს გვინახავს ჩვენი მეზობელი?


ადვილია იპოვო ასობით მიზეზი, რომელთა გამოც ასეთმა ამბიციურმა გეგმამ შესაძლოა კრახი განიცადოს, მაგრამ ახალ პარაგრაფში, მარსკმა თავის გულწრფელი განზრახვა უფრო ნათელი გახადა.


„SpaceX-ის მარსის არქიტექტურაზე საუბრით, მინდა მარსი ხელმისაწვდომად წარმოვაჩინო, ნათელი გავხადო, რომ ეს რაღაც ისეთია, რისი გაკეთებაც ჩვენს სიცოცხლეში შეგვიძლია".

 

„ნამდვილად არის გზა, რომელზე გავლასაც ნებისმიერი შესძლებს, თუკი მოისურვებს".


ამ საკითხში მასკს მისი გეგმებისადმი კრიტიკულად განწყობილი ლოგსდონიც ეთანხმება. 

 

„ის აყალიბებს ხედვას, ხედვები კი აუცილებელი არაა თანმიმდევრული და დალაგებული იყოს".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი