logo_geo
ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა
- +

1 ივნისი. 2023. 01:45

 

ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:20 საათზე ქალაქ ბალასორის მახლობლად მოხდა.

სამგზავრო მატარებლის სულ მცირე 10 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულების ლიანდაგებზე დაეცა, სადაც ვაგონებს კიდევ ერთი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

big_banner
არქივი