logo_geo
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე: რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უახლოეს დროში ეს არ მოხდება
- +

3 ივნისი. 2023. 00:47

 

ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

ბენ უოლესი გამოეხმაურა ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გარკვეული უთანხმოება ისევ არსებობს.

„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ვილნიუსის სამიტზე ეს არ მოხდება, უახლოეს დროში უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

„ჩვენ გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა [ეს], არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მომეცით მაგალითი ნატოს თუნდაც ერთი ქვეყნისა, რომელიც ახლა რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია, ან ნატოს რომელ ქვეყანას ჰყავს რუსული ჯარები თავის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

big_banner
არქივი