უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმს გამთენიისას დრონებით შეუტია.
რუსული მხარის განცხადებით, თავდასხმა ქალაქ ჯანკოიზე განხორციელდა.
რუსეთის მიერ ადგილზე დანიშნული ოფიციალური პირის, ოლეგ კრიუჩკოვის განცხადებით, თავდასხმისას რამდენიმე სახლი დაზიანდა.
რუსეთს ჯანკოის მახლობლად აქვს სამხედრო ავიაბაზა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელთა სამიზნე იყო.