logo_geo
„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წევრებმა რუსი სამხედროები დაატყვევეს და ოლქის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
- +

4 ივნისი. 2023. 17:18

 

 

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წევრებმა 2 რუსი სამხედრო დაატყვევეს, ერთი მათგანი, სავარაუდოდ, დაჭრილია.

 

ლეგიონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყვეებს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. შეხვედრა ადგილობრივი დროით 17 საათზე სოფელ ახალი ტავორჟანკას ეკლესიაში უნდა შედგეს, იარაღისა და სამხედროების გარეშე.

 

რუსულ მხარეს ლეგიონის წინადადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

 

big_banner
არქივი