logo_geo
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას
- +

4 ივნისი. 2023. 19:17

 

 

"ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას", - ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთი ჩინეთის პრინციპი საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად ნორმად იქცა საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი დარღვევის ნებისმიერი ქმედება სასაცილო და საშიშია.

 

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება აუტანელი კატასტროფა იქნება მსოფლიოსთვის.

 

 

big_banner
არქივი