logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინელ ხალხს მიაყენა
- +

5 ივნისი. 2023. 18:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის ყველა იმ ტკივილს, რაც უკრაინელ ხალხს მიაყენეს სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.

 

„რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის იმ ყველაფერს, მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინას მიაყენა, თავისი ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ისინი ამ ომისთვის პასუხს აგებენ. არა მხოლოდ ზარალის ანაზღაურებით, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი დანაკარგებით, არამედ ისინი გამოცდიან ყველაფერს, რასაც ჩვენი ხალხი განიცდიდა, როცა ისინი ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტებს ისროდნენ“, - აცხადებს პოდოლიაკი Telegram არხთან „Труха“ ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, ამ ომს სამართლიანი დასასრული ექნება იმის მიუხედავად, თუ რა დროს დასჭირდება ამას.

 

„იმასთან დაკავშირებით, როგორი ფინალი ექნება ამ ომს - ამ დროისთვის, ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის დასრულდება ის. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, შეიძლება ნელა. თუმცა, ამ ომს სრულიად სამართლიანად დავასრულებთ“, - აცხადებს პოდოლიაკი.

 

 

big_banner
არქივი