logo_geo
რუსეთის ძალების მიერ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს
- +

6 ივნისი. 2023. 10:20

 

 

რუსეთის ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო, უკრაინის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ავრცელებს.

 

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროლექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, დაწყებულია საშიში რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

 

ქალაქი ნოვო კახოვკა, სადაც კაშხალი მდებარეობს და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო ამჟამად რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

 

 

big_banner
არქივი