logo_geo
არალეგალებს აშშ-ში დაბადებულ შვილებთან სრულწლოვნებამდე დარჩენის უფლება აღარ მიეცემათ
- +

17 ივნისი. 2017. 00:43



ამერიკის შეერთებულ შტატებში გააუქმეს ბარაქ ობამას  ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, არალეგალ მშობლებს, რომელთა შვილები აშშ-ში გაჩნდნენ, მათი მეურვეების სტატუსით ქვეყანაში დარჩენა შეეძლოთ.


ბრძანებულების მიხედვით, ამ პირებს შეერთებულ შტატებში დარჩენა მათი შვილების სრულწლოვნებამდე შეეძლოთ.


დოკუმენტს 2014 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ მოაწერა ხელი, თუმცა ძალაში ის არ შესულა, ვინაიდან ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა.


ობამას ბრძანებულების გაუქმებას აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯონ კელიმ მოაწერა ხელი.


 

big_banner
არქივი