logo_geo
აშშ-ის ციხეში ტერორისტი თეოდორ კაჩინსკი, მეტსახელად უნაბომბერი გარდაიცვალა
- +

11 ივნისი. 2023. 00:49

 

 

ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ტერორისტი თეოდორ კაჩინსკი, მეტსახელად უნაბომბერი გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. ამის შესახებ New York Times წერს.

 

კაჩინსკის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ძებნილი იყო. 1978 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში მან ფოსტით 19 ბომბი გააგზავნა, ძირითადად უნივერსიტეტებსა და ავიაკომპანიებში. გზავნილების აფეთქების გამო, 3 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.

 

1995 წელს კაჩინსკიმ New York Times-ს წერილი გაუგზავნა და პირობა დადო, რომ ტერორისტულ საქმიანობას შეწყვეტდა, თუ ჟურნალისტები მის მანიფესტს „ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი“ გამოაქვეყნებდნენ.

 

ტერორისტი 1996 წელს მონტანის შტატში, თავის ქოხში დააკავეს. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

 

big_banner
არქივი