logo_geo
ეგვიპტეში გენპროკურორის მკვლელობაში 31 ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯიან
- +

17 ივნისი. 2017. 14:40



კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ 31 ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ისინი 2015 წელს, ეგვიპტის გენპროკურორის მკვლელობაში დაადანაშაულეს.


ეგვიპტის კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოო ვერდიქტამდე, 22 ივლისს, სიკვდილით დასჯას ხელი მუსლიმთა იურისტ-ღვთისმეტყველმა მუფთიმ უნდა მოაწეროს. მკვლელობის საქმეში სულ 67 ადამიანია ჩართული.


ეგვიპტის გენპროკურორი ჰიშამ ბარაკატი 2015 წლის 29 ივნის კაიროში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრში მისი მანქანა ააფეთქეს. ბარაკატის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ეროვნული წინააღმდეგობა გიზას" დაჯგუფებამ აიღო, რომელმაც ამით „მუსლიმთა საძმოს" სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებებზე, შური იძია.


2013 წელს „მუსლიმთა საძმოს" რამდენიმე ასობით მხარდამჭერი, ისევე როგორც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი, სიკვდილით დასაჯეს.



 

big_banner
არქივი